Wednesday, March 30, 2011

გენმოდიფიცირებული საკვები



         მოსახლეობამ არ იცის, რამდენად უვნებელია მისი ჯანმრთელობისთვის ის პროდუქტი, რომელსაც მოიხმარს. საკვებს, რომელსაც ვიღებთ გენმოდიფიცირებულია ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტებისგან შედგება.

        გენმოდიფიცირებული საკვები მიიღება ხელოვნურად შექმნილი თესლებისგან, რომლებიც შეიცავენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით მიღებულ გენომს. ეს უკანასკნელი ზრდის მოსავლის რაოდენობასა და ზომას. მიღებული პროდუქტი თითქმის არ შეიცავს ვიტამინებს.

       პირველი გენმოდიფიცირებული პროდუქტი, რომელიც მსოფლიოში გაჩნდა, იყო 1994 წელს ამერიკულ ბაზარზე გამოტანილი პომიდორი „ფლავრ–სავრი“. საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტი პირველად 1996 წელს შემოვიდა. ეს იყო ამერიკული ორგანიზაცია ACDI–ის მიერ შემოტანილი კარტოფილი.

       დღეს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება და, შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე მატულობს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების რაოდენობა, რომელთა შორისაა კვების პროდუქტები, რომლებიც ფართოდ მოიხმარება მსოფლის ყველა ქვეყანაში სიმინდი, სოიო, კარტოფილი, ბრინჯი და სხვა.
 


      ცხადია, რომ სასოფლო–სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა დაავადებების, ასევე მღრღნელების წინააღმდეგ, ზრდის შენახვის ვადებს. მაგრამ აუცილებელია, გენების ხელოვნური შეცვლის გაუთვალისწინებელი ეფექტების შეფასება, რაც საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ ევროპის ბევრ ქვეყანაში გენმოდიფიცირებული პომიდვრის და კარტოფილის ნათესების ფართობები დღეისათვის უკიდურესად შემცირებულია. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის მოწონებული გენმოდიფიცირებული ხორბლის მოყვანა და მისი მოხმარება. გამონაკლისს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც დღემდე მოიხმარენ გენმოდიფიცირებულ ხორბალს.

       კითხვა, უსაფრთხოა თუ არა ადამიანისათვის გენეტიკური მოდიფიკაციით მიღებული კვების პროდუქტები, ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება. არსებობს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები გენმოდიფიცირებული პროდუქტის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე.

      მეცნიერების ნაწილს მიაჩნია, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით უსაფრთხოა. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ბიოინჟინერიის მეთოდების გამოყენება მრავალ სასრგებელო თვისებებს სძენს სასოფლო–სამეურნეო კულტურებს. გენმოდიფიცირებული კულტურებიდან მიღებული პროდუქტები გამოირჩევიან მაღალი ხარსიხით, აქვთ მომგებიანი სასაქონლო სახე და საკვებ ღირებულებას უფრო დიდხანს ინარჩურებენ.

       მეცნიერების ნაწილი ეწინააღმდეგება ასეთი კვების პროდუქტების გამოყენებას. მათი აზრით, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელება საფრთხეს უქმნის ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. ახალი ნიშან–თვისება, რომელსაც გენმოდიფიცირებული მცენარეები შეიძენენ, უფრო კონკურენტუნარიანს ხდის მათ არაგენმოდიფიცირებულ ჯიშებთან შედარებით. ამას, შესაძლოა, სერიოზული ეკოლოგიური დარღვევები მოჰყვეს. გარდა ამისა, გენმოდიფიცირებულ მცენარეთა უჯრედებში შესაძლებელია მოხდეს ადამიანისათვის საშიში ნივთიერებების (ტოქსინების, ალერგინების) სინთეზირება, რაც საზიანოა როგორც ადამიანისთის, ისე ეკოსისტემისთის.
        დღეისათვის საქართველოს კანონმდებლობაში გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანისა და მოხმარების მარეგულირებელი კანონმდებლობა არ მოქმედებს.
       არსებულ ვითარებაში არ არსებობს მაჩვენებელი, რომლის საშუალებითაც მყიდველი შეძლებს გაარჩიოს გენმოდიფიციტებული პროდუქტი ბუნებრივისგან.
       როგორ დავიცვათ თავი? საჭიროა ორჰუსის კონვენცია მოთხოვნა, რომელიც მიიღო ევროკავშირმა 2004 წელს. ამ კონვენციის მიხედვით გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტზე მარკირებული უნდა იყოს, რომ  ეს პროდუქტი გენმოდიფიცირებულია.